სახელოები ..
სახელოები ჩემი მკლავების ტყავიანა ავიკაპიწე. ასე შიშველი და უნიღბო ხელებია საჭირო ახლა. რა დავალაგო? კედლებიდან შავი ცხვრებივით გამორბიან ჩვენი ამბები. მტვერს კი ფესვი აქვს სარეველა ბალახივით და არ ითხრება... როცა თითებზე კანი არ მაქვს, ფრჩხილებს ნაცვლად ამომდის ფრთები, რომელთაც დააქვთ აქეთ-იქით ხელები მშვიდად. საქმეები კი არ ჩქარობენ სულ არასოდეს – პატარ-პატარა ჯორკოებზე თავისთვის სხედან... დასანანია, რომ კისრისთვის არ გამოდგება – სუყველა თოკზე ჩემი შვილის ტანსაცმელი მწიფს. აბებს თათები გამოზრდიათ, თავს ვერ ვიწამლავ – ბოკვერებივით გამოხეთქეს შუშის ქილები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი