მშობიარობა ..
დედას მშობიარობა იმიტომ იყო მტკივნეული, გზებიანა რომ ვიბადებოდი. გზები იყვნენ ბასრები და მოუდრეკავები, ყველაფერი დაგაფლითეს, თორემ მე ნისლი ვიყავი, ნისლი სისხლს როგორ გამოგადენდა. საით არ წავიდე? გზები გადატყდა. მოკარნახე აღარავინაა. და შენც ვეღარა მცნობ, მას მერე, რაც მიწაში ხარ და მას მერე, რაც ჩემი ნამდვილი სახლი მიწამ მოგიშუშა და მერე წაგიშალა – ფეხებს შორის მოგიზგიზე ხორცი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი