სამზარეულოს იატაკზე ..
სამზარეულოს იატაკზე რომ სათამაშო მატარებელი დაღოღავდა, ახლა მოსაკლავად დამდევს. უმემანქანეო, უმგზავრებო, უკაციშვილო - ლიანდაგს ასცდა, აღარ უყურებს ინსტრუქციას და მიმართულების ღილაკებს. რას ემსგავსები, თამაშო? რაღაც რკალები და ხვეულები ნამდვილსიტყვება წერილებად მექცნენ, თოჯინების ცივი ნესტოები - შვილების მსუნთქავ ცხვირებად. რა ვუყო ასეთ სიცოცხლეს?..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი