ასე არ გამოვა ..


ასე არ გამოვა -
ტყეც რომ ამოაყირავო,
ერთ ფესვს ვერ იპოვი ვერსად.
საზარელი სიზმარივითაა
მიწაზე დაუმაგრებელი სამყარო.
ქალაქები უბრალოდ დევს ასფალტზე.
გაშეშებული ზღვები
საითაც დედამიწა გადაბრუნდება,
იქით ცურდებიან -
უშველებელი სამართებლებივით
სრიალებენ უკონტროლოდ...
და ყველანი რა მონდომებით,
რა თითო-თითოდ
ვაცლით სხეულებიდან ძველმოდურ ძარღვებს -
სულ მალე
ფუტკრებიც ვეღარ დაკბენენ
ჩვენს როიალებზე შემოსასმელ
ფაიფურის შვილებს...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი