წრე და მართკუთხედი)
ბავშვობისას მხოლოდ ამ ორ ფიგურაში ვარსებობდი: გარეთ - საბავშვო ბაღის მრგვალი ეზო და შინ - მაღალფანჯრება ლოჯის მართკუთხედი. სხვა ყველაფერი კი უკუნი გვირაბივით იყო... ლოჯში რომ შევდიოდი, ათასი უჯრა იხსნებოდა ერთდროულად: წამლების, თეთრეულის, სამკაულის, ბეჭდიანი ფურცლების... და ამორბოდნენ იქიდან ჭინკა სუნები. ხოლო დილით, ბაღის სიმრგვალეში ისევ მარადმწვანე ბუჩქების მორევი ქაფდებოდა და სასრიალოდან კივილით ეშვებოდნენ ბავშვებს შერეული ანგელოზები...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი