ვინ მომიგზავნა ..
ვინ მომიგზავნა უშველებელი მაკრატელი ტერფებთან? ბოლომდის იხსნება და იხურება საზარელი ჭახანით. მგონი, კოჭების ადგილას საჰაერო ბუშტებია და ვშიშობ, მორჯულების ნაცვლად, ამოვყირავდები, ქუჩებსაც და სკვერებსაც ამოვაპირქვავებ. იქნებ, ეს ძილია ასეთი. კარუსელის ღერძივით ბრუნავს კისერი. თმის თითო ღერზე - თითო ბავშვი მეჭიდება. ხანგრძლივი ცხელი თავბრუ... და იქ, ბავშვების სიცილის ხმა სადაც ერთდება, ნაკვერჩხლებივით მგლები, როგორც კოლტები, უძრავად წვანან - სძინავთ, ამათითაა ჭრილობა პირმოკრული. კვლავ უთვალავი რამ ცვივა შეუჩერებლად მაღლიდან. ვეღარ ვასწრებ დავახარისხო. სტრიქონ-სტრიქონ ვეღარ ვარსებობ. არ კონტროლდება თითი - დღეების ქვეშ გაყოლებული...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი