აი, სად შემხვდი
აი, სად შემხვდი, ვით ღამისთევა, მე კი თურმე სად დამღამებია, _ შენ რომ გიყვარდა, ის ქალი მე ვარ, ვიცი, სხვა ქალი არ გყვარებია. მე ახლა შენს წინ დაღლილი ვდგევარ, ვუმზერ მაგ თვალებს და მაგ იარებს, _ შენ რომ ეძებდი, ის ქალი მე ვარ, მითხარი, ხომ არ დავაგვიანე? თუნდაც უსიტყვოდ დამუნჯდეს ენა, მე უშენობის დაღი მატყვია; შენ რომ გინდოდა, ის გული მე მაქვს, ვიცი, სხვა გული არ გინატრია. შენ ეძახოდი შორს შენგან წასულს და ხმა ქარიშხალს ჩაუქროლია; შენ ეძახოდი ვიღაცა ასულს და ჩემს მეტს არვის გაუგონია. მე ახლა შენს წინ დაღლილი ვდგევარ, ვუმზერ მაგ თვალებს და მაგ იარებს, _ შენ რომ ეძებდი, ის ქალი მე ვარ, მაგრამ ვაი, რომ დავაგვიანე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
1 კომენტარი
ლამაზი ლექსია