იქნებ მართლა
წვიმს და... შავად შენისლულან მთები, წვიმს და... წვიმამ აღარ გადაიღო, იქნებ მართლა აღარ შევრიგდებით, იქნებ მართლა განშორება იყო? იქნებ მართლა შეგეცვალა გული, იქნებ მართლა უჩემობა გიჯობს, იქნებ მართლა გაქრა სიყვარული, იქნებ მართლა შემიძულე, ბიჭო? აღარ მახსოვს, შენ დამტოვე მაშინ, დამგმე, როგორც მოღალატეს გმობენ, თუ მე თვითონ გაგექეცი ქარში და _ `დაბრუნდი~ _ ვეღარ გავიგონე. წვიმს და შავად შენისლუნან მთები, განზე მდგარი ხე ტირის და მიხმობს, _ ნუთუ მართლა აღარ დაბრუნდები? ნუთუ მართლა განშორება იყო?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი