სიკვდილ-სიცოცხლე
სიკვდილ-სიცოცხლე _ თეთრი და შავი, ერთი _ ყვავილი, მეორე _ ლოდი; ერთი _ მერცხალი, მეორე _ სვავი, ერთიც, მეორეც უკვდავი ოდით. მხარდამხარ ვლიან, ერთურთის ურჩი მტრები არიან ისინი როდი, როცა სიცოცხლეს ძალიან უჭირს, დასახმარებლად სიკვდილი მოდის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
1 კომენტარი
რა კარგი ლექსებია