ფიროსმანი და საქართველო
_ დედავ, ეს შენ ხარ? _ ჰო, მე ვარ, შვილო! ძლივს მოგაგენი ამ ბნელ სარდაფში; მოველ, რომ სიკვდილს გადაგარჩინო, _ გადარჩი, შვილო, უკვე გადარჩი. ადე, წამომყევ, წავიდეთ სახლში, სად დამეკარგე, ბიჭო, აქამდის? _ მე დავიკარგე, ო, სწორედ მაშინ, როცა შენს ლაჟვარდ თვალებს ვხატავდი. რომ საღებავად მექცია წყალი, ჩემი მიწური მჭვარტლით ავავსე და გამურული თითებით მთვრალი ვემალებოდი შენს სილამაზეს. მაგრამ ბალიშად როცა ქვა მედო, ვეგდე ბურანში და ძილ-ღვიძილში, შენ სად იყავი მაშინ, ო, დედავ? _ მე... არ ვიყავი მაშინ თბილისში!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი