please wait..
ისევ ის მუსიკა... იმ მელოდიით სავსეა სმენა გულის კუნჭულში, როგორც იმ ღამეს, ისე გრძელდება თითქოს ყოველი წამი ცხოვრების, ორივე მხარეს... მაგრამ თავისთვის, სხვადასხვა გზებზე, პარალელური ქუჩების გასწვრივ, მხოლოდ პატარა გზაჯვარედინთან, ერთმანეთს მზერას მალულად ვაწვდით... თითქმის ჩურჩულით ნათქვამ სიტყვას, საყვირის ხმებით სავსე ქალაქში რიტმულად ვიგებ... და, იმ დროს, უკვე ღიმილმოფენილს ჩუმად ვიხსენებთ... დაგიმესიჯებ... ... ისევ ის მუსიკა... გულის კუნჭულში... იმ მელოდიით სავსეა სმენა, ვიცი რომ ამ ზარს, როგორც არსდროს, ელი და მთელი არსებით ღელავ... და შენი თვალები, ერთ დროს რომ ასე ძლიერ მიყვარდა... ხელისგულებზე მორცხვად დახრილი, წარმოსახვაში გამიმთლიანდა... please wait...... ...და წაიკითხავ, ღიმილუკებით სავსე სტრიქონებს... რაც იყო, იყო... იმ პაწაწინა გრძნობას გაფიცებ,… მეტი გზა არ არის, უნდა დამივიწყო...
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი