არ მითხოვია
არ მითხოვია - ჩემთან მოდი, თავად მოხვედი... თავად ინდომე ჩემი გულის დაპატრონება, არ მითხოვია - მომიწყვიტე ციდან ვარსკვლავი, შენ თავად გსურდა მოგერთმია მთელი ქონება. არ მითხოვია - ვიყინები, ხელებს გამითბობ? შენ მოინდომე გეგრძნო ჩემი ხელების სითბო, არ მითხოვია - ჩამეხუტე და არ გამიშვა, არ მითხოვია, და მე დღემდე არაფერს ვითხოვ. არ მითხოვია - ერთხელ მაკოცე, ვიყავი ჩუმად, ფრთხილად შემეხე, გადამიწიე სახიდან თმები, მე თვალებდახრილს შენი გულის ცემა მათბობდა, შენ გაღიმებულს გაოცებდა ჩემი თვალები. არ მითხოვია - გამიღიმე, თავად მიღიმი, ჯიუტი ბავშვის ფრთხილი კოცნა საჩუქრად მიგაქვს, არ მითხოვია - ჩემი გულის კუნჭულში დარჩი, შენ ჩემში, ჩემგან უკითხავად დაიდე ბინა. არ მითხოვია – დამიბრუნდი, და ამას არც გთხოვ, რადგან მე შენი დაბრუნების ისედაც მჯერა, ჩვენ უხილავი ძაფებით ვართ გადაქსოვილი, და ამ ძაფს ვერვინ შემოგვარღვევს, ვერა და ვერა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი