დამაგემოვნეთ


რა დრო გასულა...
რა დრო გასულა...
მე კი ადგილზე მიჯაჭვული ველი ზარის ხმას,
ჩრდილის სიცივე...
სიცივის ექო...
და ეს სიცოცხლის ხეივანი ყურძენს არ ისხამს...

რა გამაჩნია, ვის გავაჩნივარ,
უბრალოება მათემატიკურ ხაზავს ფიგურებს,
ნუღარ მომძებნის, ვერსად მიპოვნის,
თუ თავისად და თავისთავად არ დამიგულებს...

ხო, მიყვარდა, ახლაც მიყვარს...
ხმელი ფოთლები...
და სველი ყურძნის მარცვლებივით სიცივე მაწვიმს,
მე უკვე შენი ზარის მერე არავის ველი,
ვერავინ მნახავს სიცივეში სველ ხელებგაწვდილს.

დავიკრიფე და დავიწურე საფერავიდან,
სიცივის ძმებთან თორმეტი თვით დამამეგობრეთ,
მერე ავდუღდი, დავდუღდი და სავსე ხაპიდან,
გადარეული ღვინოსავით დამაგემოვნეთ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი