თვალები


ამ გზას რა მშვიდი თვალები ჰქონია,
მივდივარ...
მივდივარ...
როცა მზე ამოდის მაშინ მზისფერი ვარ,
ისე ბინდი ვარ...

ამ ცას რა ცივი თვალები ჰქონია,
მაწვიმს და ვსველდები...
მხოლოდ სიყვარული არ გამიცივდეს,
ღმერთს ვევედრები...

ამ ღმერთს რა კეთილი თვალები ჰქონია,
შენც გხედავს, მეც მხედავს,
და ამ დროს ვიღაცას ჭირშიც ეხმარება,
დარდით რომ ბეწვზე დგას...

ამ დროს, რა ზარმაცი თვალები ჰქონია.
გახელა არ უნდა...
რადგან მენატრები ზღვასავით უძიროდ,
ზღვის ფერიც გახუნდა...

ამ ზღვას რა ლურჯი თვალები ჰქონია,
შენს თვალებს მაგონებს...
ჩემი გონება ჩაგიფიქრებს და
კამათელს აგორებს...
მე ავფეთქდები
მე ავფეთქდები,
და დავჭრი გულში ყველა ახლომყოფს,
მკვლელ ნამსხვრევებად მოვეფინები ტერორისტ ღამეს,
უნდა ავფეთქდე,
და გული შენი გამაცალ ბიჭო,
რომ ვერ გიმეტებ გასაწირად, ისე გიწამე...

მე დათვლილი მაქვს ჩემიდან შენამდე ყველა ნაბიჯი,
ას მილიონზე ცოტა მეტია...
არჩევანს ვმსჯელობ...
მაინც ვფეთქდები,
გადაწყვეტილი მიზნების შეცვლა არა მჩვევია,
მე ავფეთქდები, და თუ გიყვარვარ
არ შემაჩერო...

წყარო: litklubi.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი