ისე


ისე დავიცალე სასურველი სტრიქონებისგან,
რომ ნაწვიმარი ქუჩის ბოლოს გუბის სარკეში,
ვეღარ ვამჩნევ მთვარის ანარეკლს...

ისე შევეჩვიე შენს სახეზე მოლიცლიცე სიტყვების თამაშს,
რომ ამღვრეული ოცნებებიც აღარ ტირიან,
ერთ დროს ცაზე ახლადგაფენილი სარეცხივით...

ისე მომენატრე, რომ სიმარტოვის უსუსურ ფიქრებს,
ჩემი ლომური ენერგიით მოვიგერიებ,
და დავიჩოქებ, თუ შემთხვევით წავიბორძიკე...

ისე გამეცალე, როგორც კვამლიანი ღრუბლის გუნდები
იფანტებიან ქარის მცირე წამოქროლვისას,
ისე დამაკლდი, როგორც მოხუცს თვალის ჩინი,
ახალგაზრდობის დროინდელი წიგნის ხილვისას...

წყარო: litklubi.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი