იცოდე გავგიჟდები..


იცოდე გავგიჟდები, ან გადავირევი,
ან ღვინოდ ვიქცევი და ყანწით დავილევი,
ან ჩიტად ვიქცევი და ცაში ავფრინდები,
ან წვიმად წამოვალ და ჩუმად ავტირდები...

იცოდე გავგიჟდები, ან გადავირევი,
ან თოვლად ვიქცევი და მზეზე დავდნები,
ან გავლოთდები და ყოველ დღე დავთვრები,
ან მტკვარს გავყვები და უკვალოდ გავქრები.

იცოდე გავგიჟდები, მართლა გავგიჟდები,
თუ არ შემიყვარებ მე ვერ დავმშვიდდები,
ზღვაში გავცურავ და აღარ დავბრუნდები,
და მკვდარი თევზივით სულ მთლად დავდუმდები.

და თუ შემიყვარებ ისევ გავცოცხლდები,
ძირს დაყრილ ფოთლებიდან ხეზე ავცოცდები,
გაზაფხულს მოვიყვან, კვირტებს ავაყვავებ,
თუ არ შემიყვარებ, გულს ხომ გავახარებ.

წყარო: litklubi.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი