ნაწვიმარ ქალაქს
ნაწვიმარ ქალაქს სველი მინიდან, გახუნებული კადრივით ვუმზერ, დამძიმებული წამწამებით კი, სველ კიბეს გავდებ, გულიდან გულზე. ნაწვიმარ ქალაქს სველი მინიდან, ვუმზერ და მზერის წრფეებს ვაერთებ, მერე ამ წრფეებს ვქსოვ საქანელად, და დღეს დაგრეხილს, ვკიდებ ღამეზე. ნაწვიმარ ქალაქს სველი მინიდან, სველი თვალ-თვალით, ვუმზერ და ვნანობ, რომ გათენების სიჩუმეს ვარღვევ, ჭრიალ-ჭრიალით ცაზე ვქანაობ.
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი