Warning: session_start(): open(/var/lib/php/sessions/sess_fo8b4sesi87t0ff8pca1id5975, O_RDWR) failed: No space left on device (28) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133

Warning: session_start(): Failed to read session data: files (path: /var/lib/php/sessions) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133
როცა პატარა გოგო ვიყავი.. - მარი ჩიკვილაძე | პოეზია

როცა პატარა გოგო ვიყავი..


როცა პატარა გოგო ვიყავი...
წითელი კაბით...
კაბისფერ ლოყებს როცა ვმალავდი,
თვალების დახრით;
როცა პატარა გოგო ვიყავი...
ხელში კალათით,
ფეხშიშველსა და თმაგაწეწილს
ყველგან მნახავდით;
ხის კენწეროზე, მდინარეში,
მინდორში, ბაღში,
მუდამ მომღიმარი, მუდამ მცინარი,
ჯიუტი ბავშვი.
როცა წითელი კაბა მეცვა,
პატარა გოგოს,
მიყვარდა სიმღერა, მიყვარდა თამაში
ვენახის ბოლოს.
როცა პატარა გოგო ვიყავი...
წითელი კაბით...
წვიმაში სირბილს არვინ მიშლიდა,
ვხარობდი ამით;
როცა პატარა გოგო ვიყავი...
პატარა ქალი,
მაშინ შემიყვარდი,
სწორედ მაშინ დაგადგი თვალი...
...
ყოველთვის მახსოვს ის დრო, ის წლები,
როგორც სიზმრები,
ხანდახან მგონია ისევ ბავშვი ვარ,
მაგრამ ვიზრდები...

წყარო: litklubi.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი