სიჩუმის ფურცლები


და როცა ირგვლივ ყველა აჩუმებს,
უმისამართო სიტყვებს ღამეში,
როცა მე ვხედავ გზაზე უჩუმრად,
როგორ ჩაივლის ფიქრთა თარეში.

მე ვხედავ მზეს და ვხედავ ვარსკვლავებს,
ვხედავ სიჩუმის ფურცლების ფარფატს,
როცა სიტყვები არაფერს ნიშნავს,
როცა დუმილი ყველაფერს მართავს.

მე ამ სიჩუმის ხმაში ვიბუდებ,
გზააბნეულს კი მიჭირს ცხოვრება,
მე მინდა ჩემი პატარა კუთხე,
მინდა ყველასგან განმარტოვება.

გული მკარნახობს სიტყვებს წყვილ-წყვილად,
მე სუფთა ფურცლის ძალას ვივალებ,
გაფრენილ სიტყვებს ვაგროვებ ფრთხილად,
და სიზმრის ფრთებში დავაბინავებ...

წყარო: litklubi.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი