უკვე რა ხანია


უკვე რა ხანია ვგავარ ტირიფს,
უფოთლოს, ობოლს,
ცრემლიანსა და მარტოდმარტოს
ამოსულს ზღვასთან...
უკვე რა ხანია ჩამომცვივდა
სიტყვების თოვლი,
დამჭკნარ-გამხმარი მუზამაც დამტოვა,
ამოსუნთქვასთან.
უკვე რა ხანია მიკაკუნებს
დროის კოდალა,
იმ ჭიას ეძებს,
მოსვენება რომ დამიკარგა,
უკვე რა ხანია
უწყლოობით დახეთქილ მიწას,
გულიდან ცეცხლის ალი ასდის,
მიზნებს მიქარგავს.
უკვე რა ხანია ჩაგიფიქრე,
გულში გინახავ,
შენ ის ჭია ხარ,
ჩემს ტოტებში ბუდეს რომ იდებს,
უკვე რა ხანია ის ფუღურო გრძნობით დავქოლე,
და კოდალების მთელი გუნდიც
ვერ მოგარიდებს.

წყარო: litklubi.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი