ღმერთო, დამიბრუნე გაზაფხული


ადრე სულ ყვაოდნენ ალუბლები,
ახლა ზამთარია, სიცივეა,
ღმერთო, დამიბრუნე გაზაფხული,
ხიდან ბეღურები მიცინიან...

თოვლმა გამიყინა ყვავილები,
მათ ღიმილს, მათ ფერებს ვეღარ ვგრძნობდი,
ღმერთს რომ წამიერად მზედ ვექციე,
ფიფქებს დაუნდობლად დავადნობდი...

აღარც გვირილები ყვავილობენ,
ჩემს წინ თოვლიანი მინდორია,
ღმერთო, დამიბრუნე გაზაფხული,
ორნი გთხოვთ, მე და სიდონია...

პ.ს. მაშინ სიდონია ჯერ არ იყო დაბადებული და გაზაფხულს ერთად ვნატრობდით.

წყარო: litklubi.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი