ანანური
ბეწვის ბილიკივით მოჩანს ხევი, ქვა როა, ქვაც მიყვარს მანდაური, როგორც კი შემოუხვევს მოსახვევი, ფეხზე წამოდგება ანანური. ზაფხულმა მკლავებში მომიხელთა, აქ ყველა მუხის კვიტში სძინავს მართვეს, ნადირობის და ომის ღმერთებს ბევრი მეომრის სული მართებთ. ვაგლახ, ყრუმუნჯივით ყოფნა მერგო ერთ დროს სიმღერებით ხელხვავიანს, შენს ძველ გალავანს და ტყიან ფერდობს, ახლა ტურისტები შეხარიან. ნისლის ფთილაც მიყვარს მანდაური, შორით შემომძახის ანანური, ვინ იცის, რას ფიქრობ გარდასულზე, რამდენი რამა გაქვს სანანური!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი