სიყვარული მანკია


თვალს ეძლევა ნაკვერჩხლის
ფერი და ელვარება,
თრთოლვა მივლის ნეკერჩხლის
სული არ მენანება.
სიყვარულის ძირკვებმა,
იცის როგორც ირკვევა
ხელში შემოდნობა და
ფეხის მობორძიკება.
სიყვარული მანკია,
გესხმის, გიტევს, უგვანოდ
გულთმისანი სარკეა,
ვერ გაბედავ უგანო.
ვერ გიშველის ლიტონი,
ვერც სიტყვა, ვერც თვისტომი
თუ არ იცი რას ეძებ,
ვერც როდისმე იპოვი.
ვერ დალანდავ საკვირველ
ნანატრ ციხე-სიმაგრეს,
ვერ გააღწევ ნაპირზე,
ფონს თუ ვერსად მიაგნებ!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი