ღარიბი იმედით იკვებება


ბედი იყიდება არც საითმე,
ხან ჩივის, ხან ჩანგზე უკრავს,
ღარიბი ითმენს, კვლავ დაითმენს,
ჭამს ოფლით მონაგარ ლუკმას.
მდიდარი სიხარბეში ნაცადია,
ბევრი აქვს, ბევრი სურს კვლავაც.
ღარიბის საქციელი თვალცხადია,
ნაბიჯს ღვთის ტაძრისკენ კვალავს.
ბობოლა ღალატობს დანაკისრალს,
იჩემებს, იტაცებს სხვის წილს,
ნამუსთან მყოფი დანასისხლად,
წაღმა ატრიალებს წისქვილს.
მდიდარს ეხარბება, უკვირს ვერცხლი,
ოქროა მისი ლოცვაც, წყევლაც,
ღარიბის თანამგზავრი უმკვირცხლესი,
არის ღირსება და რწმენა.
ღარიბი, მოწყალეა, სვეკეთილი,
ოხვრაა მხოლოდ მისი ხვედრი,
მდიდარი ბაკანშია შეკეტილი,
იღბალს არაფერში ყვედრის.
ღარიბს ცხოვრება აქვს სულ სხვა ჯურის,
არის ხურდა ფულის თვლაში,
მდიდარს მკერდზე აწევს უჯმაჯური,
მხოლოდ განძი მოსდევს თვალში.
ღარიბი იმედით იკვებება,
მდიდარი, მდიდრული სუფრით,
მდიდარი ხელს არ ანძრევს ისე კვდება,
ღარიბი იმედზეა უფლის!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი