წყაროვ, ო, წყაროვ


წყაროვ, ო, წყაროვ უწრფელეს გზნებით
კლდიდან ველებს რომ ჩამოეჭრები,
შენი სიმღერით სარბენი გზები,
მოგებულია თეთრი კენჭებით.
საარწივო და საშევარდენო,
უწარმტაცესო მთების ალერსით.
წყაროვ, ო, წყაროვ ცის მონადენო
მიჯნურის ცრემლზე უსპეტაკესო.
ღვთისმმოსავივით განვიბან ხელებს,
მოწყურებული შეგსვამ გულითა,
რადგან მაგონებ ჭაბუკურ ცრემლებს,
გამთბარს პირველი სიყვარულითა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი