ალავერდი
ამ სიმწვანეში იღვრება თეთრად, თუ აგვისტოში მოსულა თოვლი, ტაძარი მაღლა იწევს და ფეთქავს, თითქოს უბეში ფართხალებს გნოლი. მზერა მიჰყვება სხივების კიბეს, ჯადოშებმული ვდგავარ და ვუმზერ _ ჩამოღეღია კახეთს საკინძე და ალავერდი მოუჩანს გულზე. მას ახსოვს ჟამთა სრბოლა _ საზარი, ის აღზევება და ის დაცემაც, და იმსახურებს თეთრი ტაძარი: შიშს, მოკრძალებას და აღტაცებას!
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი