რას ვიფიქრებდი
თუშის ქალები უკრავენ გარმონს, ვერ გავჩუმდები! _ უნდა შევაქო! მხრებს ისწორებენ, მუსიკის გამო, აქეთ დიკლო და იქით შენაქო. ძილისწინ იფშვნეტს თუშეთი თვალებს, თუმც არ ეტყობა წლებით გადაღლა, დაჰკიდებია ომალო მთვარეს და აღარ უშვებს მთების გადაღმა. თუშეთო! _ ჩემო სევდავ უშრეტო! გადამიქროლეს შენმა ქარებმა, რას ვიფიქრებდი! _ ყოფნა უშენოდ, თუ შემძრავდა და შემაქანებდა.
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი