მართლმორწმუნეთა მტრები ..
მართლმორწმუნეთა მტრები ალაგმა და შეცბა როცა თვალი შენ გკიდა - იქნებ ცეცხლიდან შექმნა ალაჰმა არა ნეკნიდან გამოქცეული ღამით შინიდან ცხენით შენს კოშკთან ბალახს ბეკნიდა - იქნებ ფიქრიდან, იქნებ ჟინიდან არა ნეკნიდან შენ ეძახოდი ვით ზღვა კაპიტანს სარკმლის სუროდან და ნარ – ეკლიდან - იქნებ ქარიდან ან ზღვის ქაფიდან არა ნეკნიდან და ყოველ დილას შაჰთან შენიდან ის ბრუნდებოდა როგორც მექიდან - იქნებ ქარვიდან ან გიშერიდან არა ნეკნიდან მეჯლისებიდან შენსკენ მოქროდა მისი ცეცხლი და ცოდვა გეკიდა - იქნებ ვერცხლიდან, იქნებ ოქროდან არა ნეკნიდან სულ შხამს ელოდა შენს ბადაგში და ეჭვით თითები უნდა ეკვნიტა - იქნებ ბროლიდან და ბადახშიდან არა ნეკნიდან კიდეც გატარნა, კიდეც დაფლითა მისმა კერტებმა შენი მკერდი და - იქნებ ღვინიდან, იქნებ თაფლიდან არა ნეკნიდან ვნების საფასურს ვნებით იხდიდა ბეჭედიც დაგრჩა მისი ნეკიდან - იქნებ მიწიდან, იქნებ თიხიდან არა ნეკნიდან
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი