ვაპირებ ცხოვრებას
ვაპირებ ცხოვრებას, სანამ ცოცხალი ვარ, ვაზროვნებ სანამ და მკლავშიაც ღონე მაქვს, რამდენი ხანია, რამდენი ხანია, ყოველდღე, ყოველწამს ვაპირებ ცხოვრებას! ვაპირებ ცხოვრებას და აღარ დამადგა საშველი, — თადარიგს თავი ვერ გავართვი, შაქარყინულივით თითებში ჩამადნა ბავშვობის სიტკბო და სიმწიფის ლაზათი. ვეღარ გავიხარე, ვეღარ გავიოცე, ვერ გავამაისე ხანმოკლე აპრილი, ვერ გადავაქციე ცხოვრებად — სიცოცხლე და ცის ქვეშ ვერ ვნახე საჩემო ადგილი!... ო, ღმერთო! როდემდე, როდემდე როდემდე... გადიან დღენი და მგონია, ვბერდები, გაუხარებელი ყიჟინით მომდევენ აუცხადებელი ჩემი იმედები... და ისევ — ლოდინი, და ისევ — მზადება და გული ცივდება — ჩამქრალი საკირე... სიცოცხლე თავდება! სიცოცხლე თავდება, მე კი სულ ცხოვრების დაწყებას ვაპირებ!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი