მთვარიანი ღამე
მთაწმინდა _ წმინდა სავანე მოგვთა და გზა _ ყვითელი სხივების გარე, სიცოცხლით სავსე მზე თითქოს მოკვდა და მის ცივ ცხედარს დაერქვა,,მთვარე”. მთვარის ღიმილი დაეცა ქუჩას _ ვერცხლია ზეცა და ფილაქანი, მუხლისთავები ღამეს რომ უჩანს, იმიტომ ისმის ქარის ქაქანი... ასეთ ღამეში ლექსიც მეტია და კაციც ფიქრობს, რატომღაც ასე: ალბათ მზიანი დღე ასეთია მიცვალებულთა სამეფო კარზე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი