ორი პაროდია ვ. ჯავახაძეს


1.
ხის რგვას ვერ სჯობს მოჭრა ხისა,
ათზე მეტი არის ასი...
ზოგჯერ, ნაცვლად  "დორ-ჩარისა",
"დუ-ბეშის" და  "დუ-ბარასი",
ჯდება მარტო "დუ"  ან "ბეში"
და თუ წყვილებს მაინც ველით,
სანამ წავალთ დიდუბეში,
სულ ვაგოროთ კამათელი!

2.
ჰგავა და ვერ გამოჰგავა
უამინდობის ბოლი...
კაცს ჰყავდა დედა _ როგავა
და როგამოვა _ ცოლი.
დედა ეძახდა "ალექსის",
ცოლი ეძახდა "ალექსს"...
ვისაც მოდერნი არ ესმის,
ის ვერ გაიგებს ამ ლექსს!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი