ჰამლეტი
როგორ მომრავლდა შენი მოდგმა, დანიის პრინცო, შენისთანებით გავსებულა მთელი ქალაქი, ზოგი მე თვითონ გამიზრდია,ზოგს არც კი ვიცნობ, ზოგიერთებს კი თვითონა აქვთ ჩემზე ამაგი! რაც მართალია _ მართალია, არც ჭკუით გგვანან, არც ვაჟკაცობით და გაგების გრძნეულ უნარით, მაგრამ ისინიც მერყეობენ, საწყლები, სანამ... სანამ დასტური წამოსცდებათ, ანდა უარი! `ყოფნა-არყოფნა” _ ეს საკითხი აწუხებს მათაც, ლუკმაპურისთვის არ იციან კაცის დანდობა, "ყოფნა" _ ფულია მათთვის, ფული და კარგი მადა, ხოლო "არყოფნა" _ უფულობა და უმადობა!.. მეც მათთანა ვარ, მათ ამქარში ვცხოვრობ და მაინც არ ვაგდებ არად _ არც მათ ძმობას, არც მათ ელსინორს... მე შენ გეძახი, ჩემო ჰამლეტ, უშიშარ რაინდს, რომ ჩემი დაშნა შენს მახვილზე გამალესინო!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი