აღარ მივყვები
აღარ მივყვები ბილიკს ფშავისკენ, ქალავ ორწყალში გიცდი აღარა; მე სიყვარულის სევდით ავივსე, მე სიყვარულზე დარდმა დამღალა. აღარ ვდარაჯობ შენს ცივ ფანჯარას, ბაბუას ჩივილი უკვე ვამთავრებ ყოველგვარ დავას გულში იმდენი დარდი დახვავდა, მამა გამხდარა ძალიან ავად გუშინ გვამცნობა მისმა ქაღალდმა. ბევრი იფიქრა,ბევრი ინანა წამლავდნენ ბევრი დღენი.ღამენი, ვეღარ გაუძლო ამდენ ჭირ-ვარამს და შეეყარა ფილტვის მჭამელი. შვილების ბედი აწუხებს დედას გასაზრდელი ჰყავს ოთხი ქალ-ვაჟი, რას იზამს,ასე არგუნა ბედმა რუდუნებს ქარში,დარში,გვალვაში. ცხოვრება მისთვის თითქმის გაძნელდა, გულზე აყრია ცხელი ღადარი. ბევრჯერ შესტირეს ერთურთს და-ძმებმა: მამა რა იქნა,მამა სად არი! ის კი გამხდარა ძალიან ავად, ცნობაა მგონი არ გადარჩენის.... მაინც საწუთროს ბოლომდე გავალთ სამნი- მე, მამა და პაპაჩემი.
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი