გზაზე


ყველას თავისი დარდი აქვს,
ყველა თავისთვის წვალობს,
ზოგი ცხოვრებამ გალეწა,
ზოგმა-ცხოვრების კალო!

ზოგი კი ამ წუთისოფლის
ორომტრიალში ვერ სძლებს,
აქვს უხალისო გული და
ადრე ეშვება ფსკერზე.

წუთისოფელი წუთია,
ვამბობ ათასჯერ ნათქვამს,
უფრო ბევრი ჰყავს მგმობელი,
ულმობელია რადგან.

ერთხელ თუ ხელი დაგრია,
მასხრად აგიგდებს მუდამ,
მის ოღროჩოღგო ხახაში
გადაიჩეხო უნდა!

ბევრს ნაადრევად წააქცევს,
ბევრს დაანარცხებს გვიან,
ამ წუთისოფელს მუხთალი
სწორედ ამიტომ ჰქვია!

ზოგს უალერსებს,ზოგი კი
შორს გარიყული წვალობს...
ეჰ,მაინც ვერვინ გალეწა
ბოლომდე მისი კალო!

წყარო: litklubi.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი