თუშეთს თუშეთზე ნათქვამი
რამ დააბედა მთებს სიმარტოვე მთებს ესრე დგომა რამ შამასწერა? თუშებმ თუშეთი მარტო დატოვეს და დღეს სიჩუმე დადის მთა-წვერად. მინელდა ჩქამი ფარსმას,შენაქოს, გორ-გურებს ყორნის ჩრდილი დაჰყვება, მაგრამ სხვა თესლი იქ არ გენახოს, არ გახდეს სხვათა ხელმოსაყრელად. აქ მყუდროებას ახლა რა უნდა, ეს კვალი თუა მთათა სატკივრის? მკლავძლიერთადა გმირთა საბუდარს ნუთუ შემოსწყრა დედა ადგილის? ო,არ თქვათ,არა!მე ჩემსას არ ვთმობ, შიშ-ელდას გულში ნუ მიდებთ ნაღმად, ჩემი ისევ ეღო და დართლო, ჩემის ისევ წოვა და ჩაღმა. მე მამაპაპურს არაფერს ვკარგავ, გული და ფიქრი ნურვის უფრთხება, ღამისთევაში მიმავალ ჯვარ-კაცს, ისევ მიჰყვება ლოცვა-კურთხევა! ისევ ჩაებმის ბანზე ფერხისა, მტები რომ შეძრას ხმამ ვაჟკაცურმა.... ისეთ ვაჟი ას ზოგ-ზოგ,ღმერთისამ, ქვა რო აიღას,მჯიღში გაწურავს!... ჯერ არ დამშრალა ჩუხჩუხა წყარო, არ ჩასწყდომია ჩქამი ანკარას. ის ღმერთი კვლავამაც გფარავთ და გწყალობთ, თუშნო,ალვანს რომ დაგასახლკარათ. დე,ყველა ჭერქვეშ ღვიოდეს ცეცხლი და გამხნევებდეთ სუნთქვა მთებისა, ნუმც მეგეშლებათ გატანა ერცხვის, თუშებო,თქვენის გამარჯვებისა!
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი