მამის წუხილი
მეორე დღეა,ვიღაცას ველი, თუმც ვიცი,ვიცი არავინ მოვა, უშორეს გზებით წასულა ყველა, ვიღაცის დარდად,ვიღაცის გლოვად. ვზივარ,საზღვარი არა აქვს მოლოდინს, ეტყობა,ჩემთვის ვერავინ იცლის,- ჩემს სანახავად არავინ მოდის არც ვინმე მოვა,აშკარად ვიცი. ჩემს ნახვას არსად აღარ ნატრობენ, ჰგონიათ,ფეხზე ვეღარა ვდგები... მე საბუდარი უკვე დავტოვე უცნობი გზებით მიცურავს გემი...
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი