მამულეთო დედულეთო
ყინულებით დაფარულო არწივთა საბუდარო,- გველეთო და ბუჩუკურთავ ხახმატო და გუდანო! არაგვო და დათვისურავ, წყალო,კლდეტიტ ნაწურო ჩემო საველგუჯაუროვ, ჩემო სამოგანძუროვ.. ბოროლავ და საქუხარავ, არწივებო,ორბებო, უჩემოდ და უიმედოდ დარჩენილო სწორფერო! ზენაჯვარო,ქვენაჯვარო დახავსულო ნიშებო,- სალოცავად მოსული ვარ, იქნებ რამე მიშველოთ. გამიხსენით ყველა კარი თქვენი მყუდრო ტაძარის, ისევ თქვენი ჯიშისა ვარ, მომდგამს თქვენი გვარ-ძვალი! სულ სხვანაირ გზას მივკვალავ ვარ საწუთროს სხვა მგზავრი, მყავს თავისი სალოცავი მაქვს თავისი საგზალი! მამულეთო,დედულეთო კერავ,აკვნის ნარწევო, უნდა თქვენად დარად დარჩეს ჩემი წილი სამზეო!
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი