მე დავიბადე
მე დავიბადე მზის ამოსვლისას და დამყვა ვაი და ვიში ჩემში გამოკრთაჯიში მგოსნისა ჩემში კაცისა გამოკრთა ჯიში. მე დავიბადე როგორც სხვა ხნისა, სხვა ვარსკვლავზე და სულ სხვა მთვარეზე, როგორც იმედი ჩვენი სახლისა სულ სხვა გზებით და სხვა ასპარეზით. მე შფოთიანმა დღეებმა მშობეს, მე მშობა ქარმა,მშობა უკუნმა ბედის ამარა ჩემს წუთისოფელს ბოლო წყლულები ვინც განუკურნა. ეპოქამ მშობაახალმა,მკაცრამა და დღემდე მივსდევ ბილიკს ფიქრიანს, ვინ ვარ,რა ვარ არ იცის კაცმა ან დასაფქავად გულს რა მიყრია. ვინც უნდა მეცნო ყველა ვიცანი, გადაღალულიც და დაუღლელიც, ამითომ რისხვა ვერ ავიცილე, ამიტომ მძიმე მადგას უღელი. და არ ვიყუჩებ აშლილ სატკივრებს გულს რომ ვიბნევი სევდის ღილებით, როცა წარსული შემომაკივლებს, ისევ სალექსოდ დავერირები. ისევ მივყვები სიმღერას გვიანს, როცა ფანდურის მწვდება ღუღუნი, დაძახილს ჩემსას ამითომ ჰქვიან ლაღიდა ხანაც დასულწუხილი
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი