ნუთუ ეს იყო


ნუთუ ეს იყო ყველაფერი,
რაც უნდა მეთქვა?
ნუთუ ეს იყო
დასაწყისიც და დასასწულიც?
მაშ ჩემს ბავშვობას
რად დავსტირი, ან გულის ფეთქვას
სად დაეკარგა ასე უცებად
ჩემი წარსული?

ნუთუ ეს იყო ყველაფერი?
რასაც შევწირე
ჩემი ყველაზე
ლამაზი და სპეტაკი ფიქრი,
ათას ფერებში
მომავალი რომ ვაძერწვინე,
ჩენი ცხოვრების
ვაწერინე პატარა წიგნი.

ნუთუ ეს იყო ყველაფერი,
რაც ჩემს წამებას
ბოლო დროს უნდა
ნამუსივით შემორჩენოდა?
მაშ რატომ გაქრა,
როგორც თვალის დახამხამება,
დედის ღიმილი
ჩვენი სახლის მყუდრო ჩეროდან?

ნუთუ ეს იყო ყველაფერი,
რასაც დავცილდი,
რისთვისაც ბევრჯერ
ცხრაკლიტულის ვცადე დამტვრევა?
მაშ რატომ მივალ სალოცავში
ძველი კაცივით
ან დედაჩემის
ტკბილი წყევლა რად მენატრება?

ნუთუ ეს იყო ყველაფერი,
რაც დღეს მაჩვენეს
იმედედა,
მგზავრად,
კაცობად და სინდის-ნამუსად?...
ო, ღმერთო, ამას
ჯერჯერობით ნუ დამაჯერებ,
თორემ ყველაფერს
საბოლოოდ წერტილს დავუსვამ!

წყარო: litklubi.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი