ფიქრი
ამედევნება ფიქრების ჯოგი და გულს ეყრება, როგორც საფქვავი, ზოგს ვახრჩობ, მიწყივ მდარაჯობს ზოგი და მიხმობს ლექსი გულგასაქარვი. წუთები ასე იმარცვლებიან, მებრძვიან, ვებრძვი, ვქრები, ვნათდები... ალუბლის ტოტზე მღიმარ ცვრებივით, მწავს, რომ სულ ლექსად ავქროლადდები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი