შენ დაესწრები..


შენ დაესწრები ჩემს პანაშვიდებს,
ხმით დატირების გიწევს მოსმენა,
მაგრამ ვით მოხვალ თქვი რომ დავმშვიდდე,
ჭირისუფლად თუ ისე მომსვლელად?

ტირილით მოხვალ თუ მოფერებით,
ჩვეულებრივ თუ სალოცავ ქალად?
მომაყრი მიწას შენი ხელებით
ერთი დღით მაინც ჩამოშლი დალალთ?

მოიტან ჩემთან ბოლო ყვავილებს,
ბოლო სადგურზე გამომაცილებ
გულში ერთხელ თუ მაინც გაივლებ
რომ ამ მკვლელობის ხარ  მონაწილე?

მჯეროდეს ასე კეთილი რომ ხარ
ყალბი ნიღბით რომ არ იმოსები?...
მითხარი ქალავ რომელი მოხვალ:
ზარის მთქმელი თუ ისე მომსვლელი?

ყველაზე ძვირფასს-ცრემლის ერთ კურცხალს
გაიმეტებ თუ არ გაიმეტებ?...
მითხარი რამე,თუ გინდა სულ სხვაც
ტუნდაც ტყუილით დამაიმედე.

წყარო: litklubi.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი