ჩემი დღეები


ვმღერი,გარდასულ დღეებს მივკივი,
ღვინოში ვახრჩობ საზარელ წადილს...
ვზი გალიაში გაბმულ ჯიქივით
და ჩემს გარშემო სიჩუმე დადის.

მეფობს ის თავის წესით და რიგით,
მაქვს ბოლო წუთი გასალკლდევების,
მთები მიწნავენ ეკლების გვირგვინს
და მიგინებენ ასაკს დევები.

რაღაც სანუკვარ ხანას დავშორდი,
დღემდე რომ ხელთა ფათურით ვსდევდი,
მომაქვს დღეები ჩემი ბავშვობის
და თვითეული სავსეა სევდით.

აღმარათულია ჩემს წინ კედელი
და გულიც უკვე მაქვს დახურული,
ისევ მარტო ვარ და იმდების
ყველა წყალია გადაწურული.

ბევრი რამ დღემდე რომ არ გავრისკე
ეს ჩრდილი ახლა ჩემსავე გზას აქვს,
მე ისევ მივალ მომავლისაკენ
ისევ დავეძებ დაკარდულ ასაკს.

და მღერა მწადის, სულში რომ თბება,
რომ ინამქრება ჩემი გზა-კვალი,
ზოგჯერ კი მშვიდად ვზივარ ლოთებთან
და სასმელს ვართმევ ხელის კანკლაით.

ჩემი დღეები ისე გარბიან,
ამ ხმაზე მიხმეს დღესაც ზარებმა...
ცხოვრება ჩემი როგორ ყალბია
როგორ ყალბია ეს აღსარებაც.

წყარო: litklubi.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი