ჩემსავ ძმას განუკურნია
მე ყველაფერი ჩემი მაქვს, სამადლო არა მქონდა რა, კახეთში სახნავ-სათესი, სამეგრელოში ოდა მაქვს. ხევსურეთს-საიალაღო, მამის პატარა კარავი, შირაქში-პურის ბეღლები, ყვარელში-ღვინის მარანი. მე სამთაბარო ჩემი მაქვს, მე მუდამ ჩემი მზე მელის, ვარ მისი ერთი მლოცველი, ერთი თაყვანისმცემელი! ჩემს ეზო-კარში ვფუსფუსებ ვუვლი საკუთარ კერიას, ჩემსავ ძმას განუკურნია თუკი რაიმე მტკენია. სიტყვა და წიგნი ჩემი მაქვს ჩემი მაქვს წეს-წყობილება, სიყვარულს ვუზღავ ორ-წილად ვინც გულით მეძმობილება. ჩემი ჭირი და ლხინი მაქვს, სხვას არას დავესესხები, ვიდრე სვანეთი სვანეთობს, ვიდე მესხეთობს მესხეთი! ვიდრე აჭარის მთა-ბარში ცხელი ქართული გული ძგერს.. მ ე მყავს ცოტენ და პაატა მყავს ცხრა ძმა ხერხეულიძე! არვის არაფერს შევნატრი არვის არაფერს ვაწონებ, მოკეთე მინდა ჩემი მხრის ჩემი მხრის მინდა საცოლე! ალერსი მინდა ყოველთვის მე მშობლიური მთა-ბარის, იმის ტკივილებს ვეწამლო ვიყო იმისი საფარი! ჩემი სიცოცხლით,სიკვდილით, ჩემი სიმღერით მცირედით, იმის მადლიან ლაღიან მიწასაც შევეწირები!
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი