ძნელი ყოფილა


უკაცურობა – უარესი;
ძნელი ყოფილა მუხლთ მოკლება,
გული რომ გერჩის– უარესი;
ძნელი ყოფილა უმეზობლოდ,
უმოკეთეოდ–უარესი;
ძნელი ყოფილა წვრილშვილობა,
უშვილბოლობა – უარესი;
ძნელი ყოფილა სხვათ იმედი,
შენ რომ არ გაქვს – უარესი;
ძნელი ყოფილა ცხენის მოვლა,
სხვა რომ შეჯდება – უარესი;
ძნელი ყოფილა მამულთ ღორღვა,
სხვა რომ ხელს მოჰყრის – უარესი;
ძნელი ყოფილა ძმა რომ არ გყავს,
მტერი რომ არ გყავს – უარესი;
ძნელი ყოფილა უაბჯრობა,
რომ დაგანგდება –უარესი;
ძნელი ყოფილა შვილის წურთნა,
რომ ვერ გასწურთნი – უარესი;
ძნელი ყოფილა სიმართლის თქმა,
სიმართლის ვერ თქმა – უარესი;
ძნელი ყოფილა ტოლ-სწორობა,
ბოლოს გატანა – უარესი;
ძნელი ყოფილა მთის გადავლა,
რომ გადაივლი – უარესი...
ძნელი ყოფილა მარტოდ ფიქრი,
მარტოობაზე უარესი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი