წერილი უნცრუანთ გიგიას


ჩვენ ამქვეყნად რაც მოვედით,
იმის შემდეგ გიგია,
ბევრმა წყალმა ჩაიარა
წისქვილჭალას გიგია!
ბევრი მოკვდა, ბევრი გაჩნდა,
ჩვენს თემწყლაზე გიგია,
ბევრმა ქარმა გადუქროლა
გველეთის გორს გიგია!
ბევრმა მგზავრმა ჩაიარა
თავჩაღმიკე, გიგია,
ერთსაც კი არ აუვლია
თავაღმიკე, გიგია!
ბევრი ყორე დაიშალა
ჩვენს გვველეთში გიგია,
ერთიც არ აშენებულა,
ჩვენ რაც გავჩნდით გიგია!
დრომ ვინც საით გადააგდო,
იქ დამკვიდრდა გიგია,
მე ქალაქმა შემიფარა,
შენ მთას შერჩი გიგია!
მამა-პაპის კერიაზე
ცეცხლა არა აქრობ გიგია...
მაგრამ სხვა რა ამბავია
ჩვენს სოფელში გიგია?
რამდენიღა კერა ღვივის
ჩვენს სოფელში გიგია?
უსუარა ჩხავის თუ არ
ჩვენს სოფელში გიგია?
მთიბელ მამკალს ვინმე თუ ყრის
ჩვენს სოფელში გიგია?
მზისპირი თუ გორისყანა
იხვნისაღა გიგია?
აპარაეკათ მთაში კიდევ
ვინმე თუ თიბნს გიგია?
სახარავნეს ხარავანი
კიდევ თუ დგას გიგია?
სტუმარი თუ მიდი -მოდის
ჩვენს სოფელში გიგია?
ვინმე ხომ არ გადავიდა
სახელ-სირცხვილს გიგია?
სული ხომ არ გაუხოშა
დრომ ზოგიერთ გიგია?
დრომ მამ-პაპაის ნაჭირგალი
ხომ არ ხელჰყო,გიგია?
ჩვენი ყრმობისდროინდელი
დარჩა რამე გიგია?
შენ მთას შერჩი,მამა-პაპის
ფუძეს შერჩი გიგია!
ჩემს მაგიერ, შენს მაგიერ
უნდა იდგეს გიგია!
ჩემო კარგო ბიძაშვილო
ჩემო კარგო გიგია!

წყარო: litklubi.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი