წერილი ხევსურეთში


აღარც ხარი მყავს,აღარც ქურანი,
აღარც ვარტლიანს ვატარებ ფარ-ხმალს,
სხვა დრომ მომისწრო და სამდურავად
ჩემზე იქნება ბევრი თქვას ხალხმა.

ვინ იცის,ცემს გზას კილავს რამდენი,
მოკვეტილი ვარ ძმაცა და შვილიც,
რა ვქნა,გამიჩნდა სხვა საწადელი,
სულ სხვა მიზანი,ჯავრი და ჯინი.

მე ახლა უკვე ქალაქელი ვარ,
ძველი ყოფა და ცხოვრება ამცდა,
თქვენ კი აუდი არ დაგელიათ
ჩემზე და ხშირად მეძახით მამცდარს.

გგონიათ ჩემს წილ ვაჯობას არ ვცდი,
და სხვებზე უფრო მეტი ნაკლი მაქვს,
თემ-სოფლის ერტი იმედი კაცი
ლხინშიც გაკლივართ,ჭირშიც გაკლივართ.

გგონიათ ყალბი და უსარგებლო,
არვის დაგცდებიტ სიტყვა კეთილი...
ნუ მემდურებით,ჩემო კარგებო,
თქვენი ჯოგიდან ვარ ასხლეტილი.

ნუ გიკვირთ,გული სწყდება ნურავის,
ყურს რომ არ ვუგდებ არვის მუდარას,
სხვა დრო მოვიდა და საზრუნავიც
ცემს ტოლ ქალ-ვაჟებს სხვა მოუტანა.

მე არც ერთი დღე არ მიგლოვია,
ვიცი,გამიგებთ,რისი თქმაც მინდა,
ხან ქართლის ველებს მრერიტ მოვიარ,
ხან უჩუმარი ვუსმენ მთაწმინდას.

მივარღვევ ზეცას ფრთებითორბების,
სწორ არ მყავს,როგორც არ ჰყავს მზეს ცალი,
გაგახარებდათ ჩემი სწორფერი
მაგრამ მე იმ დროს ვერ მოვესწარი..

ცაზე ცისკარი რომ აინთება,
თქვენზე ფიქრები მწვავენ მაშინვე,
თორემ მისე რა გამიჭირდება
მე თქვენს ჯილაგს და ვაჟას ნაშიერს.

ნუ გამიხსენებთ მე გულისწურომით,
ბეჩავის ტოლად და თანაბარად,
მანდ ტკბილი ხანა მეგულვის ყრმობის
და ვერ ადვტოვებ სხვათ ანაბარად..

წყარო: litklubi.ge

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი