მურმან სილოვანის ძე ლებანიძე დაიბადა 1922 წლის 14 ნოემბერს, დაბა აღსთაფაში. საშუალო განათლების მიღების შემდეგ, სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1948 წელს. მეორე მსოფლიო ომმა სწავლა გააწყვეტინა და 19 წლისამ ჯერ კავკასიის უღელტეხილზე წარმოებულ ბრძოლებში მიიღო მონაწილეობა, შემდეგ – ყუბანში. 1943 წელს მძიმედ დაიჭრა და დაბრუნდა თბილისში. 1948 წელს მურმან ლებანიძე დაოჯახდა, მისი მეუღლე გახდა ელენე ჭავჭავაძე.
გარდ. თარიღი 17 აგვისტო 2002 (79 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი