მალე-მდე
მალამდე.- იტყვი შენ და მიწაზე გაწვები. გაიღიმებ და თვალებს დახუჭავ, რომ ვერ შენიშნო, როგორ გივლის გულზე რკინის მძიმე ხმაური, რომ არ შენიშნო, როგორ გეხება გულზე ფრთხილად ჩემი თითები. ნეტარ არიან და ვინც არიან ზოგჯერ ცოდვილნი, ნეტარ არიან და შენ ვერ ნახავ როგორ მოვედი, ჩავიმუხლე შენს სხეულთან ბოლო ომივით და ვთქვი: სულ მალე ორი გზა ასცდება გზაში ერთმანეთს. გასროლასავით ჩაუქროლებენ მოქნილ ხერხემალს. შენ ნუ შემიმჩნევ, სანამ წევხარ თვალდახუჭული, სანამ შიში მუხლუხოსავით გაცოცდება მხრებზე და მიდის. სანამ გიყურებ და კისრიდან ბოლო მალამდე დაუყონებლივ თოვა მეწყება.
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი