ჩემი სიყვარული ლოთია ..


ჩემი სიყვარული ლოთია.
ჩემი სიყვარული ნელ-ნელა კვდება.
მას შეუძლია შეჭამოს მიწა.
მას შეუძლია ტალახში იწვეს
და მაინც იყოს ყველაზე მაღალი.

ჩემი სიყვარულია ლოთია.
ჩემი სიყვარული ვერ იტანს ცხადს.
მას შეუძლია შემახოს ხელი,
მას შეუძლია მომხვიოს წელზე,
მას აქვს უფლება ჩემი სხეულის.

ჩემი სიყვარული ლოთია.
და ჩემთვის არის ყველაზე ნამდვილი.
და როცა ყველა გარიყავს თავისგან -
მე შემიძლია ბოლომდე გავყვე -
და არაფერზე აღარ ვიფიქრო.

ჩემი სიყვარული ლოთია.
და ზოგჯერ, ხდება, მიყვება სიცოცხლეს,
და ხდება,
ზოგჯერ სიკვდილზე მიყვება
და არასოდეს ამბობს სიყვარულს.
მე ამ დროს ვხდები მისი სიფხიზლე,
მე ამ დროს მისი თვალები ვხდები -
მივიწყებული და მარტოსული.

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი