Warning: session_start(): open(/var/lib/php/sessions/sess_ucf21ul7u4aca2si7vb0dtefpl, O_RDWR) failed: No space left on device (28) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133

Warning: session_start(): Failed to read session data: files (path: /var/lib/php/sessions) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133
ამინდი: სიჩუმე - ნანა ქელეხიძე | პოეზია

ამინდი: სიჩუმე


ნუ  იტყვი, ნუ მოყვები ზაფხულებზე,-
მწარეა შიშველ მზეზე ხელშევლება.
მღვრიემდე  ჩასვლების და დახრჩობების
არ მოყვე - არშველების. ვერშველების.

გავჩუმდეთ, გაჩუმება დროულია.
ჩავწყდები, როგორც  ხიდან ჩიტის ბუდე.
ართოვაც დროულია, არწვიმებიც,
არყოფნაც  - უშენობა. უჩვენობა.

ამ ქუჩას გადააგეს  სხვა ქუჩები,
იცოდი,  თუთებიც რომ  გადაკაფეს?
მე  ახლა, მიწებსა  და ბალახებზე,
სხვა ამბებს გავჩუმდები, სხვა არაკებს,

ოღონდაც, გადარჩენის  აღარ მითხრა-
მოვლენ და უფრო კარგად უშველიან
ღმერთები, წმინდანები, მისთანები...
ჩვენ ჩვენთვის - უჩემობით. უშენობით.

მე ჩემთვის - შენს გარეშე, მზის გარეშე,
შენ შენთვის - უჩემოდ და უმზეობოდ.
არ მოყვე, არშველები, ვერშველები,
მღვრიემდე ჩასვლები და უმწეობა.

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი